Annadrouli's Blog

ალოპე ჩვენში
ალოპე ბერძნული მითოლოგიური გმირია. ზევსზე, პოსეიდონზე, ჰერასა თუ ჰერაკლეზე ბევრად უცნობი და სამწუხაროდ, ბევრად ახლობელი, ყოველ შემთხვევაში, ახლა.

ალოპე ლამაზი სახელია. აი, ამბავი მასზე კი საშინელი და ალბათ, ყველა დანარჩენ მითზე რეალური: მეფე კერკიონის ქალიშვილმა პოსეიდონისგან მალულად გაჩენილი ახალშობილი ტყეში გადააგდო, ბავშვი მწყემსებმა იპოვეს და კერკიონს მიუყვანეს. განრისხებულმა მეფემ ალოპე სასიკვდილოდ გაიმეტა, უკანონო შვილიშვილი კი მანაც უარყო. ორჯერ უარყოფილ ბიჭს მწყემსები გაზრდიან და მეფეც გახდება, თუმცა ეს უკვე სულ სხვა ისტორიაა, არა ალოპესი და კერკიონის.

„კალოუბნის ქუჩაზე ნაპოვნი ჩვილი იაშვილის კლინიკაში მოათავსეს“,  „აფრიკის დასახლებაში მდებარე ნაგავსაყრელზე ნაპოვნი ჩვილი, რეანიმაციიდან ჩვილ ბავშვთა განყოფილებაში გადაიყვანეს“,  „თბილისში, ცაბაძის ქუჩაზე ნაპოვნი ჩვილი გადარჩენილია“, „ნაგავზე ნაპოვნ ჩვილს გადაგდებამდე აბაზანაში ახრჩობდნენ“, „ქერჩის ქუჩაზე გარდაცლილი ჩვილი იპოვეს“, -აქ ჩვილი სულაც არ არის ტავტოლოგია, ეს სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ადგილას მომხდარი მსგავსი ქმედებების ჯაჭვია, ეს თანამედროვე ქართველი ალოპეების და კერკიონების ამბებია, ანუ ჩვენი.

„ერთი ადამიანის სიკვდილი უბედურებაა, ხოლო ბევრის – სტატისტიკაო“- ბრძანა არცთუ ძალიან კეთილმა. როცა უბედურება შემაშფოთებელ სტატისტიკად იქცევა, დამნაშავე ყოველთვის გაცილებით მეტია ვიდრე კონკრეტული ადამიანი, ისევე როგორც, პოტენციური მსხვერპლი. თუმცა ჩვენ კონკრეტული დამნაშავეების აღმოჩენა და დასჯა უფრო მოგვწონს, დასჯის მეთოდად კი ყველაზე ხშირად – ლინჩის წესი. სწორედ ამ დროს, აღშფოთებული ხალხის, „მელინჩეების“ თვალებში, სიტყვებში, საქციელში ამოიკითხება ყველაზე კარგად მკვლელის თუ მიმტოვებლის გზა დანაშაულამდე, გზა, რომელიც მხოლოდ მას არ შეუქმნია.

რათქმაუნდა, ძალიან მარტივია მომხდარი მხოლოდ მშობლის ფსიქიკურ არამდგრადობას, გაუსაძლის ეკონომიკურ პირობებს, დეპრესიულ ფონს ან უბრალოდ თანდაყოლილ სისასტიკეს დააბრალო. თუ შენთვის მთავარი პრობლემის ფასადური მოგვარებაა. მე არ მჯერა, რომ მკვლელებად იბადებიან, განსაკუთრებით დედები. სამაგიეროდ ვფიქრობ, რომ ძალადობა შობს ძალადობას. ვართ თუ არა ჩვენ მოძალადე საზოგადოება?! - სტატისტიკა ამბობს, რომ კი!

საზოგადოების დამოკიდებულებას ამა თუ იმ მოვლენის მიმართ ყოველთვის განსაზღვრავს უმრავლესობა. აი, როგორც არჩევნებში –  იმარჯვებს ერთი კანდიდატი ხმათა უმრავლესობით. ჩვენ დიდი ხანია გადავწყვიტეთ, რომ მარტოხელა დედობა, ქორწინების გარეშე ბავშვის გაჩენა საშინელი ამორალობაა და დედა-შვილი შეურაცხყოფისთვის, დაცინვისთვის გავწირეთ და გავრიყეთ. ყველაზე ხშირად ამ დამოკიდებულებას რელიგიური მოტივებით ამართლებენ: ქორწინების გარეშე სექსუალური ურთიერთობა და ბავშვის გაჩენა ცოდვაა. თუ კომუნისტების დროს ჯვრისწერის აკრძალვას გავითვალისწინებთ, აღმოჩნდება, რომ ამ არგუმენტით შეიარაღებულების უმრავლესობა ზუსტად ისევე სცოდავს ღმერთის წინაშე, როგორც მათგან შერისხულები, რადგან სწორედ ჯვრისწერის საიდუმლოს აღსრულების შემდეგ ითვლება წყვილი დაქორწინებულად და ბავშვი კანონიერად. სამოქალაქო ქორწინება ეკლესიისთვის ბევრს არაფერს ნიშნავს. ასეც რომ არ იყოს, რელიგიის სახელით, რომლის ძირითადი თეზისი, რწმენა, სიყვარული, სინანული, მიტევება და თანადგომაა, იმ ქმედებების გამართლება, რომელიც დედას ჯერ არდაბადებული ან უკვე გაჩენილი შვილის მკვლელობისა თუ მიტოვებისკენ უბიძგებს, გაცილებით ამორალურია. რელიგიის საკუთარ სურვილებსა და შესაძლებლობაზე მორგება რწმენის დიდი დეფიციტის პირდაპირი გამოხატულება, რათქმაუნდა, ჭეშმარიტი რწმენის.

ზნეობრიობა და მორალი, კიდევ ერთი მყარი ფარია. “ზნეობრივი” და “მორალური” ბებია-ბაბუები, ბიძები, მეზობლები, ნათესავები, უბრალოდ, გამვლელები, თითოეულ „ნაბიჭვარში“ მეობის, შეგნების, ტრადიციის, რეპუტაციის დაკარგვის საფრთხეს ხედავენ და ერთისაკენ მიპყრობილი ზიზღიანი თუ აგდებული მზერით სხვებსაც აფრთხილებენ, აშინებენ და გზასაც უკაფავენ დანაშაულამდე…

თუმცა, ყოველი განწირული და ხელნაკრავი ჩვილი, ბევრად ამძიმებს მომდევნო ელოპეების, ამავე საზოგადოების წევრების დანაშაულს, რომლებმაც ზუსტად იციან მენტალობისთვის მიუღებელი თავისუფალი ურთიერთობების და მისი ნაყოფის ბედი და უპასუხისმგებლოდ რისკავენ წინასწარ წაგებულ თუ თავიდანვე დათმობილ ომში. წესების მხდალი დამრღვევები საზღაურს გაცილებით მძიმე და საშინელი დანაშაულით იხდიან.

მე არ ვიცი, რომელი უფრო დამნაშავეა, მამა თუ შვილი, ბევრი თუ ერთი. უბრალოდ, როცა საქმე ახალ სიცოცხლეს ეხება, დაუშვებელია მისი მომავალი ინდივიდის გამბედაობას, კეთილგონიერებას და სიძლიერეს მიანდო, შენ კი მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდე და აღშფოთდე, როცა ტრაგედია მოხდება. მერე კი, იგივე დამოკიდებულებით მომავალი ტრაგედიის მსხვერპლი და დამნაშავე შექმნა.

ყოველი სისუსტე – მათი, ყოველი ამპარტავნება – ჩვენი, კალოუბანზე, ცაბაძეზე, ანჯაფარიძეზე, ნაგავსაყრელზე, ლიფტსა თუ მშენებლობაზე ჯერ კიდევ ცოცხალი თუ უკვე გარდაცვლილი ჩვილების აღმოჩენად გვიჯდება –  მსხვერპლად, რომელიც ვერასდროს იქცევა მშრალ სტატისტიკად.

საზღაური საზღვრისთვის
„მაშ, არავითარი საზღვარი, ჯონათან!“ – ამოკითხული და დამახსოვრებული

ლივინგსტონის „თოლია“ გვიან წავიკითხე.  ასაკით არა –  გამოცდილებით გვიან. თქვენ ფიქრობთ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდ–(ილებ)–ა წლებს მოაქვს?! – სისულელეა! მერე რა, რომ ბალზაკის ასაკში გაცილებით მეტი იცი სექსუალური თამაშობების შესახებ,  მერე რა, თუ 40 წლისა ნაკლებად ცდები ადამიანების ამოცნობაში, ისიც მერე რა, ნახევარი საუკუნისა ჭკუას სხვის შეცდომებზე თუ სწავლობ. მთავარ გამოცდას ბავშვობაში აბარებ, გზაგასაყარზე. ცუდია, რომ არასდროს  ვიცით ზუსტად, როდის მთავრდება ბავშვობა.  ეს რომ მცოდნოდა, წინა დღით მაინც დავასწრებდი საკუთარი ნებით თუ თავსმოხვეული ცოდნით, წაკითხული წიგნებით, ნანახით და გაგონილით ნელ–ნელა შექმნილ, მაგრამ უკვე ფეხგადგმულ საზღვრებს… ერთი დღით, საათით, წუთით, წამით, ერთი წიგნით, ერთი ამბით, ერთი რჩევით, ერთი მეზობლით, ერთი ომით დამაგვიანდა..          1991–92 წლებში, 6–7 წლისა  ფოთში ვცხოვრობდი. იცით, როგორი იყო მაშინ ფოთი? დასაზღვრულ–განსაზღვრულ–საზღვრული. საზღვარი ყველაფერში – ჭამაში, სიცილში, ლაპარაკში, ურთიერთობებში, გარეთ გასვლაში, დაბანაში, ძილში. საკუთარ სახლშიც კი ვაწესებდით საზღვრებს, დაბომბვისას ყველაზე უსაფრთხოდ სარდაფი მიგვაჩნდა. ჰოდა,  ვცხოვრობდით სარდაფში. სანთლის შუქზე ვწერდით მოსკოვში მყოფ მამას წერილებს, რომ გვენატრებოდა, რომ საჩუქრები გვინდოდა და რომ, არ უნდა ჩამოსულიყო. სიფხიზლესაც განსაზღვრული დრო ჰქონდა – სანთლის ჩაწვამდე. მერე ვწვებოდით. ისე მიყვარდა დრო დაწოლიდან დაძინებამდე – ჩემი დრო, ჩემი ოცნებები, თუმცა, მათაც სხვები მისაზღვრავდნენ. მე ხომ სხვების გამო ვოცნებობდი სიმშვიდეზე, სინათლეზე,  სხვაგან ცხოვრებაზე. ერთადერთი საკუთარი ოცნება ცისფერთვალება, დიდი, მოლაპარაკე თოჯინა იყო, მამის ჩამოსვლასთან ერთად  რომ ამიხდა.        რა ადვილია საკუთარი სურვილებით ცხოვრება და მათი ასრულებისთვის ბრძოლა ბავშვისთვის –  მშვიდობაზე  რომ ოცნებობდა, ადვილი და ხშირად, სამწუხაროდ, უინტერესოც.        ჩემს ცისფერთვალება, ლამაზ თოჯინას უბრალოდ „გოგო“ დავარქვი. გოგო გშია? – მაშინ, დაიძინე! წყალი გინდა? – მიდი, ითამაშე!  გეძინება? – წამო, გავისეირნოთ.      ვძალადობდი?  – რათქმაუნდა! ძალადობა ხომ ხშირად შობს ძალადობას ან უმოქმედობას. ახლა ვფიქრობ, რომ უმოქმედობა ყველაზე დიდი ძალადობაა საკუთარი თავის მიმართ. ამას მხოლოდ მაშინ მივხვდი, საზღვრებისთვის საზღაურის გადახდა რომ დავიწყე, უფრო სწორედ, როცა შევამჩნიე რომ საზღაურს ვიხდი. თუმცა, ამაზე მერე…მანამდე იყო სკოლა… -“აბა, ბავშვებო გადაშალეთ წიგნები, წაიკითხეთ, დაიმახსოვრეთ, დაიზეპირეთ, ისწავლეთ…“ ჩვენც ვიმახსოვრებდით, ვიზეპირებდით, ვსწავლობდით. ვკითხულობდით და ვყვებოდით წაკითხულის მოკლე შინაარსს, გმირებს კარგებად და ცუდებად, საქციელებს სწორად და არასწორად ვყოფდით, მერე ამაყად ვუყურებდით სკოლის დერეფანში, ხუთოსნების დაფაზე გამოკრულ საკუთარ სურათებს, უზრუნველი და წარმატებული მომავლის გარანტად რომ მიგვაჩნდა. სასაცილო გულუბრყვილობაა?! – გულუბრყვილობა არის, სასაცილოსი აბა რა გითხრათ. სკოლის დამთავრების შემდეგ ყველაზე ხშირად იმაზე ვფიქრობ, ხუთოსნები სწორხაზოვნების გამო ვიყავით თუ სწორხაზოვნები ვიყავით ხუთოსნობის გამო?! არ ვიცი, რომელმა რომელი განაპირობა. ერთადერთი, რაც დანამდვილებით მახსოვს, ისაა რომ დაფაზე გამოკრულ სურათში საშინლად გამოვიყურებოდი. ნეტავ, ახლა სადაა ის სურათი?! დაფა რომ ადგილზეა ვიცი – ახალი სახეებით, სახელებითა და გვარებით. ალბათ, მათაც დაიზეპირეს პითაგორას თეორემა, მენდელეევის ცხრილი, ნიუტონის კანონები, ტურგენევის „მუმუ“, რომ „მარგო – საქართველოა, ხოლო ჯაყო – საზიზღარი დამპყრობელი“… ალბათ, მათაც გაუცრუვდებათ იმედები, საზღაურსაც გადაიხდიან ფიქრების და აზროვნების საზღვრებისთვის, ვიღაცას ეყოფა დრო, ვიღაცას – არა, ზოგი ვერც მიხვდება, რომ სასკოლო „ინკუბატორის“ ერთი რიგითი კურსდამთავრებულია. ხანდახან, მშურს „მიუხვედრებლების“. ეს მაშინ, როცა მგონია, რომ ბედნიერება სიმარტივეშია. იმაზე ხშირად მგონია, ვიდრე მინდა და იმაზე ნაკლებად, რაიმეს შეცვლა რომ მოახერხოს. თქვენ გიყვართ ცვლილებები?! ნებისმიერი ცვლილება: საკონსტიტუციო, საკადრო, საბიუჯეტო, კლიმატური, ემოციური თუ საზოგადოებრივი, ახალი საზღვრების დაწესებაა, ძველის შეკუმშვა ან გაფართოება. პრინციპში, უსაზღვროობა ხომ უჰაერობის „სინონიმია“. გინდა ჰაერი? უკვე საზღვარია – ყველა შემდეგის დასაწყისი და გამომწვევი. არ ვიცი თქვენ როგორ, მაგრამ მე მჭირდება საკუთარი ცვლილებები, სახელმწიფოსას ხშირ შემთხვევაში(თითქმის ყოველთვის) ეჭვის თვალით ვუყურებ(სულაც არაა ჩემი ბრალი), ხოლო საზოგადოება არაფერს მთავაზობს. რამდენიმე წლის წინ გეტყოდით, რომ ბედნიერებაა გარდამავალ ეპოქაში ცხოვრება, ახლა კი… რა შორსაა სკანდინავია, არა?! კარლსონი ვერაფრით იქნებოდა ქართველი, ვერც პეპი. ჩვენ ნაცარქექია გვყავს. ჰო, კიდევ კომბლე. „კომბალ-კომბალ, შენსა მზესა, შენი გამომცემლის მზესა, წადი, ჯავრი ამომყარე, ნუ შეარჩენ თმას და წვერსა.“  ისე, რას ვერჩი. ერთი კომბლებს თლის და ჭერში აწყობს, მეორე ნაცარს ქექავს, საწადელს ორივე აღწევს სხვადასხვა ხერხით. უბრალოდ, ახლა კომბლეები და ნაცარქექიები ერთმანეთის პირისპირ დავდექით, მათ კომბლები მოგვიღერეს, ჩვენმა არც ჭყინტმა ყველმა ივარგა და არც ნაცარმა, დაგვიძველდა… და, საერთოდაც, ბევრი რამ დაგვიძველდა. იცით, როგორ ხდება?! ძველი საზღვრები არ გადაგვილახავს, არ წაგვიშლია, ისე დავამატეთ ან დაგვიმატეს ახლები, ამიტომაც, ზოგჯერ საზღაური გაცილებით მეტია, ვიდრე ჩვენი წილი თავისუფლება. ჰო, საზღაურს ყოველთვის ვიხდით და ყოველთვის თავისუფლების რაღაც ნაწილით. მე, ახლა, უბრალოდ, მგონია, რომ ცოტა დამრჩა, უფრო სწორად, დასაკარგი და გადასახდელი აღარ დამრჩა. ალბათ, ამიტომაც მეშორება სკანდინავია, კარლსონების ქვეყანა… პ.ს. საშიშროება: საზღვრის სამანად ქცევა!  სამანი – თავისუფლება, რომელიც არ გჭირდება. საზღაური, რომელიც არ არსებობს!

უკულტურობის კულტურა, ან კულტურის უკულტურობა
პროზა და პოეზია, მხატვრობა და სკულპტურა, კინო და თეატრი, მუსიკა და ქორეოგრაფია – კულტურულობას თუ უკულტურობას მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილი ხელოვნების დარგები რომ განაპირობებდნენ ეს სტატია, ალბათ, არც დაიწერებოდა, ყოველ შემთხვევაში, ამ სათაურით. სამწუხაროდ, ადამიანის და ერის კულტურის დონეს მხოლოდ შემოქმედებითი მხარე არ განსაზღვრავს. გენიალურ ქმნილებებთან და შედევრებთან ერთად კულტურას გაცილებით ბანალური და მარტივი განშტოებები ქმნიან. როგორც ჩანს, ხანდახან მარტივი რთულზე უფრო ძნელია…

სამოქალაქო კულტურა, ის რაც, მოქალაქეობრივ თვითშეგნებას, ეთიკას, ზნეობას, ქცევის წესებს მოიცავს, ცალკეული ინდივიდების ნიჭიერებასა და მწიგნობრობაზე ვერ დაფუძნდება და განვითარდება. „სახალხო“ კულტურას საზოგადოება ქმნის, ჩემით იწყება, შენით და მისით გრძელდება, ან შენით იწყება და ჩვენით გრძელდება, თუმცა, ჩვენს რეალობაში, დაწყება–გაგრძელების პროცესი გაცილებით რთული და არასრულფასოვანია.

საყოფაცხოვრებო ქცევის წესები სამოქალაქო კულტურის საძირკველია, ამავე დროს ძალიან კარგად ასახავს ერის მატერიალურ–პოლიტიკურ აწმყოს და მომავალს. ფიქრი იმაზე, რომელი რომელს განაპირობებს ქათამის და კვერცხის წარმოშობაზე დავას დაემსგავსება, გაცილებით მნიშვნელოვანი არასადაო და თვალნათელი, მძიმე საყოფაცხოვრებო უკულტურობაა, ის, თუ როგორ ვცხოვრობთ და  რაში ვცხოვრობთ.

„თბილისი სინათლის ქალაქია“ ჩემმა ძველმა მეგობარმა „თბილისი ნაგავის ქალაქია“-დ  გადააკეთა, ან უფრო მოკლედ „თბილისში ნაგავია“. ორივე ფრაზა მარტივი ჭეშმარიტებაა, თუ სინათლის რაოდენობა და ხანგრძლივობა ხელისუფლების ნებასა და შესაძლებლობაზეა დამოკიდებული, მეორე ფრაზის შემომქმედები და განმხორციელებლები ჩვენ ვართ, თან ძალიან მონდომებულები და გულმოდგინეები. ნაგვის ურნის გვერდით დაგდებული თუ აივნიდან გადმოსროლილი ნაგავი, წაქცეული, გატეხილი თუ მოპარული ურნები, დაბინძურებული საზოგადო თავშეყრის ადგილები, სადარბაზოები, ტრანსპორტი, დამტვრეული და გაძარცული საბავშვო მოედნები კონკრეტული ადამიანების ერთობლივი უკულტურობაა. უწესრიგობა გარეთ ხშირ შემთხვევაში სულაც არ ნიშნავს პირადი სივრცის უპატივცემულობას, ანუ სახლი ჩვენია, ქუჩა– სხვისი ან სულაც არავისი. იმას, რაც საერთოა, ყოველთვის სხვის იმედად ვტოვებთ, ჩვევა გვაქვს ასეთი, წვრილმანებშიც და მსხვილმანებშიც.

ჩვევები მოძრაობის წესებსაც ხშირად გვიცვლიან, მართვის მოწმობის მისაღებად ჩაბარებული თეორიის კარგად ცოდნაზე მთავარი ინტუიცია და იმის წინასწარ გათვლაა, შენს წინ, უკან თუ გვერდით მდგომს როდის რისი გაკეთება მოუნდება, აი როგორც ცეკვის დროს, უნდა იგრძნო და მიჰყვე პარტნიორის მოძრაობებს. გამძლეობა და ცნობისმოყვარეობა თუ გახასიათებთ, მაშინ მშვიდად აიტანთ მოძრაობის შეფერხებას მხოლოდ იმიტომ, რომ სხვადასხვა მანქანებში მსხდომ ნაცნობებს ერთმანეთი მოენატრათ და შუა ქუჩაში როგორც მინიმუმ, მათი ოჯახური მდგომარეობის მცირე მიმოხილვასაც მოისმენთ, მოუთმენლები და არაცნობისმოყვარეები, როგორც წესი გაბმულად და ნერვიულად ასიგნალებენ, შედეგად მთავარი გმირების რისხვას იმსახურებენ: უზრდელები, უწესოები… 2 თვის წინ მოსმენილი ახლაც ყურში ჩამესმის:“ რა იყო, ქართველი არა ხარ, მოვიკითხავ და წავალ, აქ კი არ ვაპირებ დარჩენას“. ჰოდა, წავიდა, სულ რაღაც ათ წუთში. „ქართველობის“ ხათრით ათწუთიანი უკანონობის თუ უკულტურობის მოთმენა სრულიად შესაძლებელი ყოფილა. ესეც ჩვენი ერთ–ერთი ჩვევაა – უსარგებლო და დანაშაულებრივი თმენა.

მოთმინების საფუძველი ხშირად საკუთარი თავის და ქმედებების წინასწარი დაცვაც ხდება, სხვა აკეთებს – ვითმენთ, ჩვენ გავაკეთებთ – მოგვითმენენ!  გაკეთებით კი აუცილებლად გავაკეთებთ, ან წითელზე გავალთ, ან მიწისქვეშა გადასასვლელების უარმყოფელები მიწის ზევით ექსტრიმს განვიცდით ყოველ დღე, დღეში რამდენჯერმეც, მარტოები თუ პატარა ბავშვებით ხელში. მერე ის პატარაც ნამდვილი „ქართველი“ გაიზრდება, მოქალაქეობრივი თვითშეუგნებლობა უბრალოდ ჩვევაში ექნება –  ჩაიდენს, ჩაიდენენ და მოითმენენ…

სამოქალაქო კულტურა გაცილებით ფართოა, ვიდრე ზევით ჩამოთვლილი მაგალითები, ფართო და ღრმა – არჩევანის თავისუფლება და დამოუკიდებლობა, საკუთარი და სხვების ღირსების დაცვა–მოფრთხილება, საზოგადოების და ქვეყნის პატივისცემა. თუმცა, ელემენტარული უკულტურობა თითქმის გამორიცხავს  გაცილებით მაღალი საფეხურის კულტურულობას. ასე რომ, როდესაც არჩევნებს „გვიყალბებენ“, ღირსებას და უფლებებს „გვილახავენ“, რწმენას „გვართმევენ“ იქნებ უბრალოდ, იმიტომაც, რომ კარგად იციან ჩვენი საერთო სენი – დანაშაულებრივი და დამღუპველი თმენა – წვრილმანებშიც და მსხვილმანებშიც!

„ქართული“ თანასწორობა
„ყველა ცხოველი თანასწორია, მაგრამ ზოგიერთი ცხოველი უფრო თანასწორია“ ჯორჯ ორუელი

საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ და კიდევ მრავალი ქვეყნის კანონმდებლობა თუ კონვენცია სხვადასხვა მუხლის ქვეშ მსგავსი სიტყვებით კანონის წინაშე თანასწორობის უფლებას იცავს: „ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა.“

2003–ში ჩვენ(ხალხი) მათ(ხელისუფლებას) დავუპირისპირდით, არსებითი უფლებების შელახვა ვეღარ ავიტანეთ, დასავლური ღირებულებებით ცხოვრების აუცილებლობა დავინახეთ, ვიფიქრეთ, რომ მოქალაქეთა მზაობაც იყო და რევოლუციის შემდეგ, ნაახალწლევს 96%–ით ჩვენი სურვილები და იმედები ახალგაზრდა რეფორმატორებს ვანდეთ. დასავლეთმა არჩევანი მოგვიწონა, დემოკრატიის შუქურად გვაღიარა და დახმარებასაც დაგვპირდა უფრო მეტი დემოკრატიისთვის, რომელიც ერთმნიშვნელოვნად, სამართლებრივი და შემდგარი სახელმწიფოს საფუძველია.

2010 წლის ივლისში, თბილისის ეროვნულ ბიბლიოთეკაში აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი, დემოკრატიის შუქურა იყოს.

2004–დან 2010–მდე, როგორც ქალბატონი კლინტონის ნათქვამიდან ჩანს, შუქურობიდან პოტენციალის მქონემდე დავედით!

წლებთან ერთად პროცენტების რაოდენობამაც იკლო, იმედებს წყალი შეუდგა და თეთრზე შავით დაწერილი, ხმამაღლა პირობად თუ ფიცად მოცემული, რატომღაც ძნელ შესასრულებლად და ისევ იმედის ჩასახვის საშუალებად დარჩა – გასაკეთებელი კიდევ ბევრია!

თანასწორობის, სამართლიანობის და კანონის დაცვა საზოგადოებისთვისაც და ხელისუფლებისთვისაც ძნელი აღმოჩნდა, ალბათ, იმიტომ, რომ ჩვენ უფლებებს ვერ ვიცავდით, ისინი კი უფლებებს ამეტებდნენ და მოვალეობას თავს არიდებდნენ.

გაერთიანების საფუძველი, ალბათ, რეფორმატორების ხედვა „მე ვარ ქართველი, და, მაშასადამე, მე ვარ ევროპელი“ უნდა ყოფილიყო, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, დემოკრატიის მოსურნე საზოგადოება, ტოლერანტებად წოდებულები საკმაოდ ხშირად ვანსხვავებდით და ვანსხვავებთ ადამიანებს ეთნიკური, რელიგიური, სოციალური თუ წოდებრივი ნიშნებით. თითქოს დეტალებია – ყოველდღიური, მასობრივი და თვალ–ყურმიჩვეული, მაგრამ ეშმაკი ხომ სწორედაც რომ დეტალებშია. ერთ–ერთი შოუს მონაწილის, ძალიან ნიჭიერის ეთნიკურ წარმომავლობაზე ყურადღების გამახვილება, იმავე საკითხზე დეტექტორთან დასმული სამარცხვინო შეკითხვა, განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანების ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფა, რელიგიური თემებით აპელირება, გენდერული ბალანსის დაუცველობა და ხშირ შემთხვევაში აბუჩად აგდება, იმ უფლებების დამრღვევებად გვაყალიბებს, ასე რომ ვესწრაფვოდით. ჩვენ, ყველას, მაშინ, დასავლური დემოკრატიისთვის მზაობას რომ გამოვთქვამდით ძალიან მნიშვნელოვანი დაგვავიწყდა – მენტალიტეტი, ერის თავისებურებები და საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული შეხედულებები, ხშირად დისონანს რომ ქმნიან კანონთანაც და დემოკრატიის პრინციპებთანაც.

„რაც პირინეის აქეთ სამართლიანია, პირინეის იქით უსამართლობად ითვლება“ , სამართლიანი სამართლის ქართველ ხალხთან ერთად შექმნა ხელისუფლებამ არ მოინდომა. ქართველებისთვის კი უცხოეთიდან კალკირებული კანონები და რეფორმები რთულად მისაღები აღმოჩნდა. შედეგად, პროტესტდებოდა „ჩაშვების ინსტიტუტი“, „ნულოვანი ტოლერანტობა“, თუმცა ყველაზე დიდი პროტესტი ხელისუფლების მხრიდანვე კანონების და ადამიანთა უფლებების დარღვევას მოჰყვა. ტოლერანტობა არათანაბრად „განულდა“, კორუფცია „გაელიტდა“, სიცოცხლის და საკუთრების უფლება კანონის სახელით დაირღვა, მოქალაქეების არათანასწორობა აფხაზეთისა და აგვისტოს ომით დაზარალებულების მაგალითზეც ნათლად გამოჩნდა. 2008 წლის აგვისტოს შემდეგ მთავრობას „საკუთარი“ ლტოლვილები და გმირები გამოუჩნდნენ, აფხაზეთიდან დევნილები და ამ თუ დიდ სამამულო ომში დაღუპულები კი სხვისი გმირები და საპატრონოები გახდნენ(ანუ არავისი), დამოუკიდებელი არჩევნები და სიტყვის თავისუფლება ისევ მოსაპოვებელ ღირებულებებად დარჩა, ისევე როგორც პოტენციალი…

„ქართული“ თანასწორობის ლაბირნთებში ჩვენც და თქვენც ბევრჯერ დავიკარგეთ, ერთმანეთიც მრავალჯერ დავკარგეთ. ის, რომ ყველა თანასწორია, მაგრამ ზოგიერთი უფრო თანასწორი, ალბათ აქსიომაა. თუმცა, მასშტაბებს გააჩნია, რაოდენობას და მნიშვნელობასაც. ისე, რეალურად და თუნდაც ისტორიულად, უმნიშვნელოს და მცირედის პატიება უფრო ძნელად შეგვიძლია ვიდრე დიდის და მნიშვნელოვანის, რას იზამ მენტალიტეტის ბრალია, სამწუხაროდ, სწორედ ასეთი ცხოვრების და მმართველობის წესი დავამკვიდრეთ … ისინი – ისინი კი საკუთარ თავსაც იცავენ, სხვის უფლებებსაც და სახელმწიფოს ინტერესებსაც, იმიტომ, რომ მთავარზე შეთანხმდნენ – ადამიანი ქმნის სახელმწიფოს, სახელმწიფო აყალიბებს ადამიანს და თუ მკრეხელობად არ ჩამითვლით, მე ვარ ქართველი და მაშასადამე, მე მაქვს ისტორია – ანუ არსებობს ისტორიულად გამოცდილი „ჩვეულებისამებრ მამულისა სვლა“, რომელსაც გახსენება და დროსთან მორგება სჭირდება.

ღია კარების მისტიკა
„მოსავალი ცუდი მოსავლის შემდეგაც უნდა დაითესოს“, არჩევნები „ცუდი“ არჩევნების შემდეგაც უნდა ჩატარდეს, გამარჯვებისთვის დამარცხების მერეც უნდა იბრძოლო, იმედები იმედგაცრუების მიუხედავად უნდა კვებო და განაახლო, ღია კარები ხანდახან უფრო ფართოდ უნდა გააღო, შენთან რომ მოვიდნენ ან მათთან რომ გახვიდე…

მისვლა–მოსვლა – სიტყვებში ერთი ასოს სხვაობა რეალობაში ხშირად გარდაუვალი და დაუძლეველი დაბრკოლება ხდება. მისვლა ცოტას თუ უნდა, უფრო მასპინძლის როლით იხიბლებიან(მასპინძლობა უფლებას გაძლევს საკუთარი პრიორიტეტები, წესები, მოთხოვნები დააყენო). შედეგად, ქართული პოლიტიკური სპექტრი ღია კარებში(ით) ცხოვრობს, საზოგადოება კი – „ზღაპრული“ არჩევნის წინაშე: მარჯვნივ წახვალ – ცოცხალი დარჩები, მარცხნივ წახვალ – მოკვდები, პირდაპირ წახვალ – სიმდიდრეს იშოვნი(ეს ყველაზე უკეთესი ვარიანტია, უმეტეს ზღაპარში სამივე გზა სიკვდილს გვპირდება და ყველაფერი, მიუხედავად არჩევანისა  მთავარი გმირის გონიერებასა და იღბალზე ხდება დამოკიდებული).

ამბობენ, გმირების და ბელადების დრო დამთავრდაო. ახლა საერთო იდეის და მიზნების ირგვლივ ხდება ან ცდილობენ გაერთიანებას, მიზანი პრინციპში ერთია – ხელისუფლების შეცვლა(ამბობენ, იმიტომ, რომ მათთვის არა მარტო კონკრეტული ადამიანები არიან მიუღე3ბელნი, არამედ ის სახელმწიფოც, რომლის აშენებასაც „გვთავაზობენ“ და აშენებენ).  იდეების შეჯერებაც თავისუფლად შეიძლება: ცვლილებები საარჩევნო გარემოში, რიგგარეშე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები. ყოფილი სახალხო დამცველის „ქართული იდეა“ კი გაცილებით ფართო და მრავლისმომცველია, შესამუშავებელმა დოკუმენტმა ქართული თვითმყოფადობის შენარჩუნება, პროგრესი, უსაფრთხოება, მსოფლიოში ჩვენი ქვეყნის ადგილი უნდა განსაზღვროს.

კარგი და საჭირო იდეააო, ამბობენ, თან იმაშიც გვარწმუნებენ მთელი ჩვენი პოლიტიკური მოღვაწეობა ისედაც ამ იდეებზე იყო დაფუძნებული, ბატონ სოზარს ახალი არაფერი უთქვამს, ეს ხომ ჯერ კიდევ დიდმა ილიამ ბრძანაო. ამ ამბავმა პაულო კოელიოზე ატეხილი აჟიოტაჟი გამახსენა. ჩემ ირგვლივ ბევრი დასცინოდა კოელიოთი გატაცებულ ახალგაზრდებს: მაგათ ეტყობა მარკესი არ წაუკითხავთ, თორემ როგორ მოეწონებოდათ, კოელიო ხომ დიდი კოლუმბიელის გამარტივებული კალკიაო. კი ბატონო, ბევრ მათგანს არ ჰქონდა მარკესი წაკითხული(მათ შორის ბევრი, ალბათ, არც არასდროს წაიკითხავდა), ჰოდა, თანამედროვე სიმარტივით დაწერილი წიგნებიდან თუ იმის ნახევარს მაინც იგრძნობდნენ და იფიქრებდნენ, რაც თქვენ დიდი და რთული ნაწარმოებების კითხვით მოახერხეთ, დასაცინი რატომ იყო დღემდე ვერ მივმხვდარვარ.  ასე რომ პირადად ჩემთვის, ამ იდეის პოლიტიკოსებისგან მხოლოდ იმიტომ დაწუნება, რომ უკვე ნათქვამის და დაწერილის ბაზაზეა დაფუძნებული მიუღებელია, სულ სხვა საქმეა საზოგადოებაში გაჩენილი და გასაჩენი შეკითხვები, პროექტის ავტორების და პროექტის განვითარების მიმართ.

მოკლედ, „ქართული“ თუ სხვა, ერის გამთლიანების მისია დაკისრებული იდეების გამართლება–არგამართლებაზე ფიქრი ჯერ ძალიან ადრეა. უბრალოდ, როცა ყველა გაერთიანების აუცილებლობაზე საუბრობს და საზოგადოებას(მრავალჯერ იმედგაცრუებულს) საკუთარი მოქმედებებით და განცხადებებით თავადვე უჩენენ ეჭვებს ერთიანობის შესაძლებლობაზე, ნიჰილიზმის და შემგუებლობის გაზრდა მხოლოდ მთავრობას არ უნდა დაბრალდეს. ეჭვები კი ისეთივე ცხადია, როგორც საქართველოს გერბის წარწერა „ძალა ერთობაშია“. მინუს და პლიუს ფორმულები, ცოტნე დადიანობის მოთხოვნა იმ ადამიანისგან, რომლისგანაც ასეთი საქციელი ყველაზე გულუბრყვილოსთვისაც  კი წარმოუდგენელია, იმის ნათელი დადასტურებაა, რომ რეალობაში ერთიანი ფრონტის შექმნა თითქმის წარმოუდგენელია, იდეის საჭიროება და მართებულობა კი ვერავის ავიწყებს ავტორის წარსულს და შეცდომებს. ასე რომ უფრო მოსალოდნელი, ალბათ, პარტიების რამდენიმე ჯგუფად და მხარედ გაერთიანებაა, საზოგადოება ისევ დადგება გზაჯვარედინის წინაშე, უკეთესი გზის არჩევა სამწუხაროდ, გონიერებაზე მეტად იღბალზე იქნება დამოკიდებული. ხალხი ბრძენი ან ბრბო კი იმის მიხედვით, ვის როგორ აწყობს და სჭირდება. ისე ოპოზიციასა და ხალხს შორის ერთი დიდი განსხვავებაა. ოპოზიცია ხშირ შემთხვევაში იდეასაც იწუნებს და ერთმანეთსაც, ხალხს მოსწონს იდეა და არ მოსწონს გამხმოვანებელი, ის ვის გერდითაც თვითონ უნდა იქცეს შემსრულებლად. გამოსავალი ნეტავ რაშია?!

„მოსავალი ცუდი მოსავლის შემდეგაც უნდა დაითესოს“, არჩევნები „ცუდი“ არჩევნების შემდეგაც უნდა ჩატარდეს, გამარჯვებისთვის დამარცხების მერეც უნდა იბრძოლო, იმედები იმედგაცრუების მიუხედავად უნდა განაახლო, ღია კარები ხანდახან უფრო ფართოდ უნდა გააღო, შენთან რომ მოვიდნენ ან მათთან რომ გახვიდე… – ოღონდ ეს ყველაფერი უკეთესი მოსავლისთვის, უკეთესი არჩევნებისთვის და უკეთესი მომავლისთვის!

ცოლების ციებ-ცხელება
ერთი კვირა… 5 დღე… 3 დღეც… ლუდს ყუთით ვიყიდი, მიწისთხილი არ დამავიწყო… ბევრნი არა, სულ ოთხნი ამოვლენ… ბავშვი შენ გყავდეს რა, დააძინე ან მეორე ოთახში გაიყვანე, თორემ არ გვაცლის… ჰო, კარგი, რა მოხდა, სულ რაღაც ერთი თვე, აი გახდება ინგლისი ჩემპიონი და ყველაფერი ჩვეულებრივ  იქნება, ზუსტად 4 წლით…

ხანდახან ერთი თვე რომ 4 წელზე მეტად იჭიმება ჩემი ქმრისთვის უსუსური არგუმენტია, მე მის წუწუნზე ვიღიმი ირონიულად, რომ ნებისმიერ მოწიფულ და ზომიერად ფერ-ხორციან მამაკაცს უფლება აქვს ზაფხულის ცხელი საღამოები ტელევიზორის წინ, ლუდის ბოთლით ხელში გაატაროს და ცვალებადი ემოციებით უგულშემატკივროს საკუთარ ფავორიტს მსოფლიო ჩემპიონატზე.

მიუხედავად ირონიისა და პროტესტისა, ზუსტად ვიცი, რომ  წინასწარ წაგებულ პარტიას ვთამაშობ: 11 ივნისიდან 11 ივლისამდე ქმარს ვკარგავ! გულს იმით ვიმშვიდებ, რომ მარტო არა ვარ. თერთმეტიდან თერთმეტამდე მსოფლიო ჩემპიონატთან ერთად ცოლების ციებ-ცხელებაც იწყება, მსოფლიოს მაშტაბით.

ვიცი, გამოჩნდება ახლა ვინმე თავგადაკლული, ცოლისგან გულშეწუხებული ფეხბურთის გულშემატკივარი და ჭკუის სწავლებას დამიწყებს, რომ ცოლები ვალდებულნი ვართ ანგარიში გავუწიოთ მეუღლეების გატაცებებს და არა მარტო ვაცადოთ თამაშით ტკბობა, არამედ მათთან ერთად ჩავებათ ამ დიდ ფერხულში.

ვცადე, ბატონო, დედას გეფიცებით, ვცადე! ამ 4 წლის წინ, 2006-ში, არ ვიცი, საყოველთაო აჟიოტაჟმა, კაფეებში თუ რესტორნებში გახსნილმა ფან-კლუბებმა, სხვადასხვა ქვეყნების  დროშებით მოხატულმა ქართველებმა იმოქმედეს  ჩემზე თუ უბრალოდ, ახალდაქორწინებულს ეკრანთან გატარებული ”საფეხბურთო” საღამოებიც რომანტიკულად მეჩვენებოდა, ქმრის და მისი მეგობრების მხარდამხარ მეც მთელი გულით ჩავერთე ერთთვიან  მარათონში, იტალიის მაისურიც შევიძინე(ნუ, რა ვქნა, საგულშემატკივრო გუნდი ფეხბურთელთა სიმპატიურობის მიხედვით შევარჩიე) და უნდა ვაღიარო, ემოციის გამოხატვის  ერთი-ორი მეტნაკლებად  მისაღები ქართული ხერხიც დავიზეპირე, მაგრამ ჩემმა ენთუზიაზმმა მერვედფინალამდეც ვერ გასტანა, ფანობა იმაზე მალე მომბეზრდა, ვიდრე იტალიის ნაკრების ყველა ფეხბურთელის გვარს დავიმახსოვრებდი და მეც განრისხებულ ქალთა არმიას შევუერთდი, უკვე გამოცდილები მოთმინებით რომ ელოდნენ ჩემს გონზე მოსვლას.

რა ხერხებს და მახეებს ვიგონებდით წართმეული ყურადღების დასაბრუნებლად ამის მოყოლას აზრი არა აქვს(არცერთმა გაამართლა), თუ ვინმე ნაცად და წარმატებულ მეთოდს გაგვიზიარებს ძალიან დამავალებს, მანამდე კი დაჩაგრულების როლის მორგებას, ალბათ შემწყნარებლობის თამაში ჯობია( აი, ვითომ გვესმის კაცების ამ დიდი გატაცების და მზად ვართ მათი გულისთვის ესეც ავიტანოთ, თან საყვედურების გარეშე. მეტი არ აგვიტანია?!) სამაგიეროდ, მერე მთელი 4 წელი ვალის(მოთმინების) გადახდის დროა. ჩვენი, ცოლების დრო..

პ.ს.  ინგლისელებს(ფეხბურთის გამომგონებლებს) ერთი კარგი გამონათქვამი აქვთ:”თუ ძალადობის მსხვერპლი ხართ და მშველელი არსად ჩანს, სხვა რა გზაა,მოდუნდით და ისიამოვნეთ!”

თავი დამანებე, დედა!
ვიცი, რომ არ ვარ ისეთი, როგორიც გინდა ვიყო. არც ისეთი ვარ როგორიც მინდა. შენი სურვილები, რჩევები, თხოვნები და მოთხოვნები ჩემსაში ირევა, ითქვიფება, მერე ერთმანეთს ვერცერთი ერევა და ვარ ასე: არც მიწის და არც ცის… თავი დამანებე, დედა!

შენი ღირებულებები, ჩემიც რომ უნდა გამხდარიყო, რომ ცდილობდი ჩემად გაგეხადა სულ ტყუილი აღმოჩნდა. ტყუილი, არასაჭირო, დასაცინი, გასაკილი და დასამალი. არ გჯერა?!  ფანჯრიდან გაიხედე, დედა!

გაიხედე და ნახავ, როგორ კლავენ უმოწყალოდ, გულგრილად, სიმართლის ან სამართლის სახელით, ხანაც უსახელოდ, მალულად ან სახალხოდ… სასჯელი?  – მკვლელს გააჩნია, დედა! ვინაობას და საჭიროებას. ხალხი?! – ხან ჩხუბობს, ხან დუმს, ხანაც ჯერ ჩხუბობს და მერე სდუმს. შევეგუეთ დედა! შენ რომ დათმენაზე მიყვებოდი, ის ალბათ სხვა დათმენა იყო, ჩვენ კი ფარად დავიყენეთ, გასამართლებლად და თავის მოსატყუებლად. ჩვენ ტყუილს მივეჩვიეთ! გვატყუებენ, ვატყუებთ და ვიტყუებთ, არავის სჭირდება სიმართლე ( რომ ცდილობდი სისხლში გამჯდომოდა), სიმართლე ძნელია და მტკივნეული, ჩვენ სიმარტივე უფრო მოგვწონს, დედა!  მარტივი ურთიერთობები, წიგნები, ფილმები, გადაცემები, მუსიკა, მარტივი და ჩვენს სურვილებზე, შესაძლებლობებზე მორგებული რწმენა. დაიბენი?! – თავიდან მეც ვიბნეოდი, დედა!

ახლა აღარც მრუშობა მიკვირს, მეუცხოება და მეხამუშება. შენ რომ მრუშობად მიხსნიდი თავისუფლება ყოფილა, დედა! თავისუფლება კი სულ სხვა რამ ყოფილა და არა „თავის–უფალი“, ახლანდელი, ჩვენებური თავისუფლება ხშირად გამორიცხავს უფლის სიახლოვეს და იმ ყველაფერს მოიცავს, ასე ძალიან რომ გინდოდა აგერიდებინა, ვერ ავირიდე, დედა! ახლა, ჩვენ, თავისუფალი ახალგაზრდები სხვების უფლებების დასაცავად ვიბრძვით, 21–ე საუკუნეში ხომ უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია, ვიცავთ ბარაბას, სატანას, სოდომს და გომორს. გახსოვს, ადრე სოდომის და გომორის დანგრევაზე რომ მიყვებოდი, არასდროს მიგრძვნია აგრესია ამ ქალაქების მაცხოვრებელთა მიმართ, მეცოდებოდნენ. ახლა სიბრალული შეურაცხყოფას უტოლდება, ახლა უნდა უთანაგრძნო, დაიცვა და დაეხმარო. ეს ის კაცთმოყვარეობაა შენ რომ მასწავლიდი, დედა?!

„ის ლიბერალი, ბურთივით მრგვალი“ – შენთვის ილია დიდი ლიბერალი იყო თავისი იდეებით, დამოკიდებულებებით, ცხოვრებით. ახლა „მამული, ენა, სარწმუნოება“ ლიბერალიზმს გვაშორებს და ექსტრემიზმს გვაახლოებს, ასე მიხსნიან და ასე მაჯერებენ. მე კი სულ ვფიქრობ, თუ ახლა ილიას ლიბერალიზმი არასწორი და სახელმწიფოებრიობისთვის საშიშია, ნეტავ რამდენიმე ათეული წლის მერე დღევანდელ ლიბერალიზმს როგორ შეაფასებენ? „ხვალემ იკითხოს ხვალისა“, არა?!

იკითხავს, აუცილებლად იკითხავს და მოიკითხავს, უბრალოდ ზოგჯერ „ხვალ“ გვიანია, ისეთივე გვიანი, როგორც ბოდიში ცილისწამებაზე. ცილისწამება ახლა მარტო ცალკეული ადამიანების კი არა, თვითონ ქვეყნის მართვის სტილია, დედა. სასაცილოა არა, შენ მკაცრად მსჯიდი თუ ჩემს გაფუჭებულს სხვას გადავაბრალებდი, განკითხვას და დაბეზღებას მიკრძალავდი, ახლა კი სხვანაირად ვერც იცხოვრებ. არ გჯერა? – თავი დამანებე, დედა! თავი დამანებე, იმიტომ, რომ იქ გარეთ მაინც კლავენ, იპარავენ, მრუშობენ, ცილს სწამებენ, ცოლს ართმევენ, ღირსებას უბღალავენ…მეც იქ ვარ, გარეთ!

ფანჯარაში გაიხედე, დედა! დარაბებს მიღმა გაზაფხული არ არის, არც ასე, არც ისე…

ვისია, ვისია ქალი(კაცი) ლამაზი?!
ამბობენ, პოლიტიკა ბინძური საქმეაო. იმდენად ხშირად ამბობენ და არა მარტო ამბობენ, რომ ამ ბოლო დროს ჩემი თავიც გასვრილი მგონია: ყურებით, მოსმენით, ქმედებით თუ უმოქმედობით გასვრილი. თუმცა, მზრუნველმა პოლიტიკურმა პარტიებმა სიბინძურის შეფარვის მშვენიერ ხერხს მიაგნეს, თუ ქალაქში ავარიული და სარემონტო კორპუსები ფერადი ფასადებით გვატყუებენ, პარტიებმა თავიანთი წარსული, აწმყო, მიზნები ქართველი „ფეისებით“ გაალამაზეს. „ფეისი“ ცნობილი, წარმატებული, საყვარელი ადამიანია, ადამიანი, რომელსაც ხშირ შემთხვევაში ენდობი და მისგან ტყუილს, ღალატს არ ელი.

ნაციონალურმა მოძრაობამ „ფასადობის“ მძიმე ტვირთი ლაშა იმედაშვილს, ზაზა სანაურიძეს, ზაალ სამადაშვილს, ვახტანგ ნაცვლიშვილს, გიორგი ნემსაძეს, ზურაბ გაჩეჩილაძეს(შონზო) აჰკიდა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ მათგანს ეს ტვირთად კი არა პატივად მიაჩნია(ერთი–ორს ალბათ, სრულიად გულწრფელადაც),  საზოგადოებას, უკვე გამობრძმედილს, ბევრჯერ იმედგაცრუებულს გულწრფელობაზე მეტად ძალდატანების ვერსია აწყობს. ალბათ, ამიტომაც ვრცელდება ხმები:  არ უნდოდა, დააძალეს, დაემუქრნენ, შვილი დაუჭირეს, ბიზნესი გაუჩერეს…  იმისდამიუხედავად, მართალია თუ არა, ჩვენ გვჯერა, ან გვინდა გვჯეროდეს. ხელისუფლებისგან ასეთ საქციელს მოველით და მივეჩვიეთ,  „სახე(ლ)ების“ გამეტება კი გვიჭირს, მათ რომ გაგვიმეტეს იმის დაჯერებაც გვიჭირს.

ინგა გრიგოლია უკვე სახეებით დაკომპლექტებულ, ჟურნალისტურ პარტიას შეუერთდა. პარტიას, რომელსაც ხშირად ხელისუფლების სატელიტად მოიხსენებენ. ინგას ამ ნაბიჯმა, უფრო სწორად, ხელისუფლებისგან იმის დაშვებამ, რომ ყველაზე რეიტინგული ჟურნალისტი ოპოზიციურ პარტიაში გაწევრიანდა, ეჭვები კიდევ უფრო მეტად გააღრმავა.

გიორგი გურგულია და მიხეილ გომიაშვილი კი  გია თორთლაძის არჩევანია. მართალი გითხრათ, ყველაზე მეტად სწორედ ამ ადამიანებისგან გამიკვირდა. ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ მათ როდესმე პოლიტიკა დააინტერესებდათ, ალბათ ესეც თავდაცვის ინსტიქტია, ჩემი თავდაცვის.

მსახიობები, სპორტსმენები, ექიმები, ჟურნალისტები, მწერლები… მე არ ვიცი რომელი მათგანი მოვა პოლიტიკაში, მაგრამ, ნებისმიერს აუცილებლად უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა ყველაფერ იმაზე, რაც მის პარტიას გაუკეთებია, უთქვამს, დაუპირებია. როდესაც შენ, შენი სიაში ყოფნით აფართოებ ნაცნობობის, მხარდამჭერების წრეს პარტიისთვის, როდესაც შენ მისი ლამაზი, წარმატებული, კეთილი სახე ხარ, 2ჯერ მეტად უნდა აგო პასუხი, თუ განსაცდელში შემიყვანე და 2ჯერ მეტი მადლობა უნდა გითხრა, თუ სწორი არჩევანის გაკეთებაში დამეხმარე. შენ როგორ გგონია, რა უნდა ვუთხრა  გია როინიშვილს, გიორგი ასანიძეს, ნუგზარ ერგემლიძეს, რუსუდან კერვალიშვილს…?!

პ.ს. ზაალ სამადაშვილი ჩემი ლექტორი გახლდათ. ლექტორი, რომლის ლექციებიც ძალიან მიყვარდა(განსაკუთრებით, როცა რეზო ინანიშვილზე საუბრობდა). ახლა ბატონი ზაალი საკრებულოს თავმჯდომარეა და ალბათ, კიდევ ერთხელ გახდება. ღირდა კი ბატონო ზაალ?! მე თქვენ დაგკარგეთ, როგორც ლექტორი და ვერ გიპოვნეთ, როგორც ქალაქზე მზრუნველი…

და კიდევ, ინანიშვილზე გამახსენდა, ისე ნუ იზამთ, ყველასათვის სათითაოდ გვექნეს  სათქმელი: „ ეგ, როგორ მოიდიხარ გოგო?!“

ლამაზ–ქალაქიც, კამორაც…შორია კანუდოსამდე?!
მართალი გითხრათ, აღარ მახსოვს ლამაზ–ქალაქს მერი თუ ჰყავდა, სამაგიეროდ, მარშალი მახსოვს ძალიან კარგად, ის, ბეტანკური…

ლამაზ–ქალაქში ფერად–ფერადი სახლები იდგა, შადრევნები და მოედნები, თამაშობები უყვარდათ ძლიერ, წელიწადის ოთხივე დროის. ქეიფობდნენ დაუღალავად და დრო გაჰყავდათ და დროს მიჰყავდათ…

დრო კამორაში მძიმე იყო და ცოდვიანი. კამორელები კლავდნენ უბრალოდ, უმიზეზოდ ან იმ მიზეზით ფული რომ ჰქვია, ანდა სულაც ძალაუფლება(შეიძლება გაიგივებაც). ხალხს ეშინოდა კედელს ყურები არ ჰქონოდა, როდესაც რამეს ისე იტყოდა. იქ, კამორაში ტირილს და ყვირილს, ვითომ არც იყო, კეთილხმიანი მუსიკა ცვლიდა და კამორაში, დღისით თუ ღამით, ხუთზე თუ ათზე დარაჯი ჰყავდათ შესახსენებლად, რომ ყველაფერი იყო უბრალოდ, გენიალურად.

ახლა ჩემს ქალაქში ღამის პირველი საათია და  ყველაფერი გენიალურადაა. თბილისი წინასაარჩევნო მღელვარებით ცხოვრობს, როდესაც ხელისუფლება უფრო მეტი დაბეჯითებით გვიმტკიცებს, რომ დაპურებულნი ვართ და სანახაობასაც მეტი გულმოდგინებით გვთავაზობს. მერი – მერობის კანდიდატი, უშუალო როგორც კუმეო, უამრავ და მნიშვნელოვან გასაკეთებელ საქმეს გვპირდება და არც უკვე გაკეთებულს გვავიწყებს. ასეთი კი მართლაც ბევრია: დაგებული გზები, შეღებილი ფასადები, მომრავლებული სკვერები და შადრევნები, იაფად დაზღვეულები, უფრო მეტი კომპიუტერის და ინგლისურის მცოდნე, უფრო მეტი წყალი და სინათლე… თბილისს ევროპულ ქალაქს ამსგავსებენ…

თუმცა ევროპული ქალაქის კონტექსტში ჩემთვის მიუღებელი და წარმოუდგენელია ის ხარკი, რომელსაც მხოლოდ  ქალაქის იერსახის საპირწონედ ვიხდით: მოკლული ახალგაზრდები და გამოუძიებელი, ხშირად გამართლებული მკვლელობები, სამართლის და კანონის არათანაბარი გამოყენება, სატელეფონო მოსმენები და დამფრთხალი საზოგადოება, შოუებით, ცეკვა–თამაშით გადაფარული პრობლემები და ყოველდღე, 12–ზე, 3–ზე, 6–ზე, 9–ზე იმის მტკიცება, რომ ჩვენს ქალაქში, ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი გენიალურადაა.

სულ ხუთი გმირი და თიხის ქალაქს, ოცნებას ბევრის კანუდოსი უწოდეს წიგნში. იქ არც ჰალეა, არც გრანდჰალე , არც გრანდისსიმო. თანასწორობა მხოლოდ ფუჭი სიტყვა როდია, იქ არ წარგწყმედენ,  სიკვდილი კი ძმათა ხათრით სიცოცხლეზე მეტია ალბათ.  ზე მორეირა, ჟოაო აბდო, სანტოსი, კოსტა და დონ დიეგო, სულ ხუთი გმირი და ხალხი მიხვდა, რომ კანუდოსი მონდომებაა მხოლოდდამხოლოდ და მოინდომეს… კანუდოსი ძნელია და შესაძლებელი. უფრო ადრე კი–შესაცნობელი. კანუდოსი, ღირს რომ გეტკინოს, კამორადაც ღირს, ლამაზ–ქალაქად, ალექსანდრო და მიჩინიო ხომ ჰყავდათ მათაც… კანუდოსი სითამამეა და იმის შექმნა, რისი ღირსიც ხარ.

ახლა – ლამაზ–ქალაქი და კამორა, შორია კანუდოსამდე?!

რატომ გვითხრა ამერიკამ და ევროპამ: „ნურას უკაცრავად, ვერ მოგართვით“…
2008 წლის აგვისტოში, ჩემმა ხელისუფლებამ მსოფლიოს რუსეთის ნამდვილი სახე დაანახა: იმპერიული, პირსისხლიანი, აგრესიული და არაპროგნოზირებადი. 2008 წლის აგვისტოში მსოფლიოს „გამოფხიზლებას“ ქართველი ჯარისკაცები, მშვიდობიანი მოქალაქეები და ქართული სოფლები ემსხვერპლნენ. ჩემი ხელისუფლება, როგორც ყოველთვის, ფიქრობდა, რომ მიზანი ამართლებს საშუალებას და მოუთმენლად ელოდა საერთაშორისო რეაქციას. ელოდა მოძალადის დასჯას, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ზეწოლას და მის სრულ იზოლაციას.

მსოფლიო კი… მსოფლიო აღშფოთდა და ცოტა ხანში  „გადატვირთვის“ პოლიტიკაზე შეთანხმდა, რაც არ გულისხმობს მკაცრ, სადამსჯელო ღონისძიებებს. პირიქით, გადატვირთვა იმისთვის დაჭირდათ, რომ ურთიერთობები დაარეგულირონ, გარკვეულ შეთანხმებებს მიაღწიონ და თანაარსებობა ნაკლებ კონფლიქტური გახადონ. ახლა ჩვენში ბებერ ევროპას ხშირად ლაჩარს, მოღალატეს, გაზზე გაყიდულს უწოდებენ და გვარწმუნებენ, რომ მათ თითქმის არასდროს უნდა დავუჯეროთ, ხშირად დანანებით ამბობენ, მაკეინს რომ გაემარჯვა ყველაფერი სხვანაირად იქნებოდაო. იქნებოდა კი სხვანაირად, ან უნდა ყოფილიყო?!  ყველა ის სახელმწიფო, რომელთა მიმართაც პრეტენზიები გვაქვს, შემდგარი, ჩამოყალიბებული და დემოკრატიული ქვეყანაა დემოკრატიული ღირებულებებით, იმ ღირებულებებით ჩვენც რომ უნდა გაგვეთავისებინა და გვეცხოვრა, ჩვენ ხომ სწორედ ისეთი სახელმწიფოს შექმნა გვინდოდა, სადაც თავს დაცულად და უსაფრთხოდ, საჭიროდ და მნიშვნელოვნად ვიგრძნობდით. ეს რომ არ ან ვერ გამოგვივიდა, ამის კიდევ ერთი დასტური ჩემთვის აგვისტოს ომი და ხელისუფლების გაცრუებული მოლოდინია, გულუბრყვილო მოლოდინი, რომ სხვადასხვა ქვეყნის მმართველები საკუთარ სამშობლოს, მოქალაქეებს იმ რუსეთს დაუპირისპირებდნენ, რომლის სახეც კიდევ ერთხელ დავანახეთ.

საქართველოს მთავრობა მსოფლიოთია იმედგაცრუებული, ჩემი იმედგაცრუების არეალი კი გაცილებით ვიწროა: მე არ ვცხოვრობ იმ ქვეყანაში, სადაც ადამიანების სიცოცხლე გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ვინმესთვის რამეს დამტკიცება.