Annadrouli's Blog

აპრილი 23, 2010

რატომ გვითხრა ამერიკამ და ევროპამ: „ნურას უკაცრავად, ვერ მოგართვით“…

2008 წლის აგვისტოში, ჩემმა ხელისუფლებამ მსოფლიოს რუსეთის ნამდვილი სახე დაანახა: იმპერიული, პირსისხლიანი, აგრესიული და არაპროგნოზირებადი. 2008 წლის აგვისტოში მსოფლიოს „გამოფხიზლებას“ ქართველი ჯარისკაცები, მშვიდობიანი მოქალაქეები და ქართული სოფლები ემსხვერპლნენ. ჩემი ხელისუფლება, როგორც ყოველთვის, ფიქრობდა, რომ მიზანი ამართლებს საშუალებას და მოუთმენლად ელოდა საერთაშორისო რეაქციას. ელოდა მოძალადის დასჯას, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ზეწოლას და მის სრულ იზოლაციას.

მსოფლიო კი… მსოფლიო აღშფოთდა და ცოტა ხანში „გადატვირთვის“ პოლიტიკაზე შეთანხმდა, რაც არ გულისხმობს მკაცრ, სადამსჯელო ღონისძიებებს. პირიქით, გადატვირთვა იმისთვის დაჭირდათ, რომ ურთიერთობები დაარეგულირონ, გარკვეულ შეთანხმებებს მიაღწიონ და თანაარსებობა ნაკლებ კონფლიქტური გახადონ. ახლა ჩვენში ბებერ ევროპას ხშირად ლაჩარს, მოღალატეს, გაზზე გაყიდულს უწოდებენ და გვარწმუნებენ, რომ მათ თითქმის არასდროს უნდა დავუჯეროთ, ხშირად დანანებით ამბობენ, მაკეინს რომ გაემარჯვა ყველაფერი სხვანაირად იქნებოდაო. იქნებოდა კი სხვანაირად, ან უნდა ყოფილიყო?! ყველა ის სახელმწიფო, რომელთა მიმართაც პრეტენზიები გვაქვს, შემდგარი, ჩამოყალიბებული და დემოკრატიული ქვეყანაა დემოკრატიული ღირებულებებით, იმ ღირებულებებით ჩვენც რომ უნდა გაგვეთავისებინა და გვეცხოვრა, ჩვენ ხომ სწორედ ისეთი სახელმწიფოს შექმნა გვინდოდა, სადაც თავს დაცულად და უსაფრთხოდ, საჭიროდ და მნიშვნელოვნად ვიგრძნობდით. ეს რომ არ ან ვერ გამოგვივიდა, ამის კიდევ ერთი დასტური ჩემთვის აგვისტოს ომი და ხელისუფლების გაცრუებული მოლოდინია, გულუბრყვილო მოლოდინი, რომ სხვადასხვა ქვეყნის მმართველები საკუთარ სამშობლოს, მოქალაქეებს იმ რუსეთს დაუპირისპირებდნენ, რომლის სახეც კიდევ ერთხელ დავანახეთ.

საქართველოს მთავრობა მსოფლიოთია იმედგაცრუებული, ჩემი იმედგაცრუების არეალი კი გაცილებით ვიწროა: მე არ ვცხოვრობ იმ ქვეყანაში, სადაც ადამიანების სიცოცხლე გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ვინმესთვის რამეს დამტკიცება.

6 Comments »

  1. bravo! magaria!

    კომენტარი ავტორი qetu — აპრილი 24, 2010 @ 8:41 PM | პასუხი

  2. me oriveti var imedgacruebuli sakutari mtavrobit da megobari mtavrobabitac daes imedgacrueba metad midzlierdeba rodesacmeubnebian shentan demokratia kvaviso(nij-iorkis meri!)

    კომენტარი ავტორი qetu — აპრილი 24, 2010 @ 8:58 PM | პასუხი

  3. კარგია, ვეთანხმები. რა ვაკეთოთ, როგორ ვუშველოთ?!

    კომენტარი ავტორი გიორგი ყორღანაშვილი — აპრილი 24, 2010 @ 9:49 PM | პასუხი

  4. ert mxatvrul filmshi avadsaxsenebeli Beria ambobs: “amerikis xelisuflebas mxolod amerikelebis ketildgeobistvis unda kvelaferio.” miuxedavad chemi didi motsitesebisa amerekelebis mimart mteli rigi ghirebebulobis gamo adamianis uflebebis dacvis speroshi, uakhlesma istoriam namdvilad daasabuta am mosazrebis sistsore. 90-ian tslebshi gaotsebuli davrchi amerikelebis pozitsiit saqartveloshi ganvitarebuli movlenebis mimart. me tviton gavxdi motsme, rogor gmobdnen isini gamsaxurdias politikas da rogor xedavdnen mashi pashizmis elementebs. imitom, rom Shevardnadze schirdebodat mashin. mere rom daschirdat, nationaluri modzraoba tsamoativtives da ilias surats amoukenes vints mat gegmebs ganakhortsielebda is adamiani. saotsaria.
    chveni tragedia ki is aris, rom “turashaulis patroni tkeshi edzebda pantasao”. Ers, romelsats Ilia hkavda da mis gzas ar gahkva, axla saertashoriso organizaciebma unda gvastsavlon tu, rogor unda shroma, mokvasis sikvaruli, tsesieri tskovreba da ase shemdeg. me momikhda mushaoba amgvar4 organizaciebshi da gulistkivilit avgnishnavdi mattan, rom jer kidev mat mier shemushavebuli normebis mighebamde chvens progresulad moazrovneebs hqondat chamokalibebuli, magram movusminet ki ertmanets. hoda akhla babai unda vidzkot chvenda saubedurod. arts kactmodzule var da arts qsenofobiit var shepkrobili, magram rusetisken piris mibrunebas sikvdili mirchevnia. Dostoevskiss, Chekhovisa da Tolstois ghirebulebebze gazrdil ers ar gvanan rusebi. ekot 200 tsliani parpashi.

    კომენტარი ავტორი L — აპრილი 25, 2010 @ 11:00 AM | პასუხი

  5. რა ვაკეთოთ როგორ ვუშველოთ? ჩემივე კომენტარის საწინააგმდეგოდ იმედგაცრუებამ არ უნდა შეგვიპყროს–ეს უმთავრესია,რაც არ უნდა ძნელი იყოს. უნდა ვიბრძოლოთ, როგორ? თუნდაც ჩვენივე მეტი ჩართულობით პოლიტიკურ მოვლენებში ,ჩვენივე კომპეტენციის ზრდის პირობებში.

    კომენტარი ავტორი qetu — აპრილი 25, 2010 @ 3:05 PM | პასუხი

  6. voce emuitoiegau

    კომენტარი ავტორი fernandoguedesda siva — სექტემბერი 16, 2010 @ 3:12 PM | პასუხი


RSS feed for comments on this post. TrackBack URI

დატოვე კომენტარი

Blog at WordPress.com.